ნატომ თურქეთის მოთხოვნა დააკმაყოფილა

ნატომ თურქეთის მოთხოვნა დააკმაყოფილა, რომ ჩრდილოეთატლანტიკური საბჭოს შეკრება შედგეს. ნატოს საბჭო ხვალ, 28 ივლისს აპირებს შეკრებას – ამის შესახებ ორგანიზაციის საიტზეა ინფორმაცია განთავსებული. ამასთანავე, განმარტებულია, რომ ანკარამ ორგანიზაციის წესდების მეოთხე პუნქტით იხელმძღვანელა, რომლსი მიხედვითაც ყველა მოკავშირეს უფლება აქვს კონსულტაციის ჩატარება მოითხოვოს თუკი თვლის, რომ მის ტერიტორიულ მთლიანობას საშიშროება ემუქრება.

თურქეთმა ნატოს საბჭოს გამართვა ტერორისტული შემოტევების გამო სთხოვა, რომელიც უკანასკნელი დღეების განმავლობაში ხდება მის ტეროტორიაზე, ასევე იმის გამო, რომ მიიღოს კონსულტაციები, თუ რა ზომების გატარება იქნება უპრიანი.

თურქეთის სამხედრო ძალების თვითმფრინევაბმა 24 და 25 ივლისს ისლამური სახელმწიფოს პოზიციები დაბომბეს. ამასთანავე, იერიში მიიტანეს ქურთების მუშათა პარტიაზე ერაყის აღმოსავლეთით. იმავე დღეებში თურქეთის ქალაქ სურუჩში ტერაქტი მოხდა, რომელსაც ასობით ადამიანი ემსხვერპლა.

banner
წინა სტატიაშიალექსი ახვლედიანი: თუ გვინდა, ამხელა მოვლენა 2-3 ნაპერწკალს გადავაყოლოთ, ეს პრობლემაა
შემდეგი სტატიასაჯარო მოსამსახურეს წლის განმავლობაში 2 000 ლარზე მეტი ღირებულების საჩუქრის მიღება აეკრძალება