“ნავთობპროდუქტების სექტორი ბიუჯეტში ყველაზე მსხვილი გადამხდელია”

ლარის გაუფასურებამ სახელმწიფო ვალის ზრდა გამოიწვია

ბიზნეს ასოციაციასთან შეხვედრის შემდეგ, დღეს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა შეხვედრა გამართა ნავთობპროდუქტების სექტორის წარმომადგენლებთან.

შეხვედრაზე განიხილეს ფინანსთა სამინისტროს მხრიდან დარგის განვითარებისა და ხელშეწყობისთვის განხორციელებული საკანონმდებლო ინიციატივები, რომელიც უკავშირდება ბუნებრივი დანაკარგების შესახებ კანონის მიღებას, ასევე ახალი ინიციატივები დარგში აღრიცხვიანობის მოწესრიგების პროცედურების გამარტივების მიმართულებით.

ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლებმა მოისმინეს ის შენიშვნები და წინადადებები, რომელიც ამ კუთხით აქვთ ნავთობიმპორტიორებს.

როგორც ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, ნავთობპროდუქტების სექტორი მნიშნელოვანია ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისათვის და სახელმწიფო ბიუჯეტში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი გადამხდელია, ამდენად აუცილებელია, გადაწყვეტილებების მიღების დროს ერთის მხრივ, გათვალისწინებული იყოს ბიზნესის ინტერესები, მეორეს მხრივ, დაცული იყოს მომხმარებელთა უფლებები.

banner
წინა სტატიაში“სიტუაცია რთულია, თუმცა ჩვენი ინტერესების დასაცავად უნდა ვიმუშაოთ”
შემდეგი სტატიათამარ ხაჭაპურიძე-თეა წულუკიანის უწყება ცრუობს