თამარ ხაჭაპურიძე-თეა წულუკიანის უწყება ცრუობს

აღნიშნულ საკითხზე ,,თაიმერს” განცხადებით იუსტიციის სამინისტრომაც უპასუხა. იუსტიციის სამინისტროს განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

,,თამარ ხაჭაპურიძემ იუსტიციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციას ვერ წარმოუდგინა ვერცერთი დოკუმენტი და მტკიცებულება, რომელიც იუსტიციის სამინისტროს ან მისი სსიპ-ების თანამშრომელთა ბრალეულობაზე შეიძლება მიუთითებდეს.

2015 წლის 24 თებერვალს ის გამოკითხვის მიზნით დაბარებულ იქნა იუსტიციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში მის მიერ გაკეთებული განცხადების გამო, რომელიც შეეხებოდა სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს“ მიერ ჩვილ ბავშვებთან დაკავშირებით ყალბი მონაცემების შემცველი დაბადების მოწმობების გაცემის ფაქტებს. თამარ ხაჭაპურიძემ განაცხადა, რომ მას დაბადების მოწმობების გაყალბებაში სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს წარმომადგენლების მონაწილეობის შესახებ კონკრეტული ფაქტები არ გააჩნია და ვერც დასახელებულის დამადასტურებელი მტკიცებულებები წარმოადგინა. ამავე დროს, თამარ ხაჭაპურიძემ უარი განაცხადა გასაუბრების ოქმზე ხელმოწერაზე, მოუცლელობის მიზეზით არ დაელოდა გამოკითხვის ოქმის დასრულებას და დატოვა იუსტიციის სამინისტროს ადმინისტრაციული შენობა.

25 თებერვალს თამარ ხაჭაპურიძე საკუთარი სურვილით მობრძანდა იუსტიციის სამინისტროში, თუმცა, მას არც ამჯერად წარმოუდგენია რაიმე დოკუმენტი, რაც დაადასტურებდა იუსტიციის სამინისტროს ან სერვისების განვითარების სააგენტოს თანამშრომელთა მონაწილეობას ჩვილ ბავშვებთან მიმართებით ყალბი მონაცემების შემცველი დაბადების მოწმობების გაცემის ფაქტებთან დაკავშირებით.

იმავე საღამოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის წარმომადგენელი დაუკავშირდა თ. ხაჭაპურიძეს და კიდევ ერთხელ შესთავაზა თანამშრომლობა. თ. ხაჭაპურიძემ უარი განაცხადა სამინისტროსთან თანამშრომლობაზე და გამოავლინა არაკეთილგანწყობილი, შეურაცხმყოფელი დამოკიდებულება გენერალური ინსპექციის თანამშრომლისადმი.

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო კიდევ ერთხელ გამოთქვამს მზადყოფნას, მოუსმინოს ყველა დაინტერესებულ პირს, რომლებსაც შეიძლება ჰქონდეთ ინფორმაცია იუსტიციის სამინისტროს ან მისი რომელიმე სსიპ-ის თანამშრომლების მიერ ჩადენილი შესაძლო დანაშაულის შესახებ და მსვლელობა მისცეს მითითებულ ფაქტებს, შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში”- ნათქვამია განცხადებაში.

თებერვალი 26, 2015 15:04

თამარ ხაჭაპურიძე-„თეა წულუკიანის უწყება ცრუობსასოციაცია „ასოციაცია „მომავლის იმედი“-ს თავმჯდომარე თამარ ხაჭაპურიძე, რომელიც უკვე დიდი ხანია იბრძვის საქართველოდან ბავშვების უკანონოდ გაყვანაზე, ამჯერად პროკურატურის მიერ გაცემულ დოკუმენტს ასაჯაროებს და თეა წულუკიანს მიმართავს. -„მოცემული დოკუმენტი გაცემულია პროკურატურის მიერ და ამტკიცებს, რომ ჩვილ ბავშვთა დაბადების მოწმობები ნამდვილად იქნა გაყალბებული. დოკუმენტი ადასტურებს, რომ პროკურორმა შალვა ცერცვაძემ 2013 წლის 7 მაისს გამოიტანა დადგენილება, რომელშიც წერია, რომ ჩატარებული გამოძიებით დადგენილია დოკუმენტების გაყალბება! საინტერესოა ქალბატონი წულუკიანი ენდობა თუ არა მისი ხელისუფლების პერიოდში გამოტანილ პროკურორის დადგენილებას. ამრიგად ქალბატონ თეა წულუკიანის უწყებამ იცრუა, როდესაც განაცხადა, რომ თითქოს მე არ გამაჩნია დოკუმენეტების გაყალბების ფაქტების დამადასტურებელი მტკიცებულებები. აქვე ვაცხადებ, რომ ეს არ არის ერთადერთი მტკიცებულება, რომელიც ჩვენს ასოციაციას გააჩნია. მეტი ინფორმაცია იხილეთ ასოციაციის ფეისბუქზე. ქალბატონო მინისტრო, ველოდები თქვენს ბოდიშს“.

 

banner
წინა სტატიაში“ნავთობპროდუქტების სექტორი ბიუჯეტში ყველაზე მსხვილი გადამხდელია”
შემდეგი სტატიაგია კორკოტაშვილი:-„არაა ლამაზი როცა ერთ ქვეყანაში დამნაშევი (ძებნილები) მეორე ქვეყანაში მმართველ თანამდებობებზე არიან“