მსოფლიოში უკიდურესად ღარიბების პროცენტული მაჩვენებელი შემცირდა

მსოფლიოში უკიდურესად ღარიბების პროცენტული მაჩვენებელი შემცირდა

მსოფლიოში უკიდურესად ღარიბების პროცენტული მაჩვენებელი შემცირდამსოფლიო ბანკის მონაცემებით, ადამიანების რიცხვი, რომლებიც უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობენ, მიმდინარე წელს კაცობრიობის ისტორიის განმავლობაში პირველად 10%-ით დაიწევს.

მსოფლიო ბანკმა ასევე განმარტება გააკეთა რას ნიშნავს “უკიდურესი სიღარიბე” – აქ შედიან ყველანი, რომლებიც დღიურად 1,9 დოლარზე ნაკლებს გამოიმუშავებენ.

ორგანიზაციის სპეციალისტები თვლიან, რომ წლის დასასრულამდე ამ კატეგორიის ქვეშ მხოლოდ 700 მილიონი ადამიანი იქნება, რაც დედამიწის მოსახლეობის 9,6%-ია. 2012 წელს იგივე მაჩვენებელი 12, 8% იყო.

უკიდურესად გაჭირვებული ადამიანების ნახევარზე მეტი აფრიკის სახელმწიფოებში ცხოვრობენ.

banner
წინა სტატიაშიბელორუსის ოპოზიცია რუსეთისთვის სამხედრო ბაზის გადაცემის წინააღმდეგია
შემდეგი სტატიასასულიერო ლიდერები სოციალურ ქსელებში: «ციფრული საუკუნის ცთუნება»