ბელორუსის ოპოზიცია რუსეთისთვის სამხედრო ბაზის გადაცემის წინააღმდეგია

ბელორუსის ოპოზიცია რუსეთისთვის სამხედრო ბაზის გადაცემის წინააღმდეგია

ბელორუსის ოპოზიცია რუსეთისთვის სამხედრო ბაზის გადაცემის წინააღმდეგიაასეულობით ბელორუსი გამოვიდა არასანქცირებულ მიტინგზე გუშინ, რომ რუსეთისთვის სამხედრო ბაზების გადაცემა გაეპროტესტებინათ.

მომხსენებლები მეგაფონიდან ცდილობდნენ ოფიციალური მთავრობისთვის შეეხსენებინათ, რომ ბელორუსის ნეიტრალიტეტი ქვეყნის კანონმდებლობით არის დაცული.
“თუკი ჩვენ სამხედრო ბაზას დავუშვებთ ჩვენს ტერიტორიაზე, ჩვენ სამხედრო ბლოკში შევალთ, რაც საკუთარი ხალხის, საკუთარი ქვეყნის და ჩვენი შვილების ღალატი იქნება” – განაცხადა მიტინგზე ქვეყნის პრეზიდენტის ლუკაშენკოს ოპონენტმა პოეტმა ვლადიმირ ნაკლიაევმა. მიტინგზე შეკრებილები რადიკალურად აკრიტიკებდნენ რუსეთის ხელისუფლებას მისი უკრაინაში და სირიაში მოქმედებების გამო.
“თუკი ლუკაშენკო ფიქრობს, რომ რუსეთის ბაზა დემოკრატიისგან დაიცავს მას, ეს ასე არ არის. ეს საშიშროება ადრე თუ გვიან, როგორც სიმსივნე, მოგვცემს თავის მეტასტაზებს “მწვანე ადამიანების” სახით, და ეს ადამიანები, ისევე, როგორც ყირიმში, მოვლენ და გადააგდებენ დღევანდელ ხელისუფლებას და წეთელ-მწვანე დროშის ნაცვლად რუსულ სამფერას დაარჭობენ” – განაცხადა მიტინგზე მოძრაობა “თავისუფლებისათვის” ლიდერმა იური გუბარევიჩმა.

banner
წინა სტატიაშიისლამურმა სახელმწიფომ პალმირას ტრიუმფალური თაღი გაანადგურა
შემდეგი სტატიამსოფლიოში უკიდურესად ღარიბების პროცენტული მაჩვენებელი შემცირდა