სასულიერო ლიდერები სოციალურ ქსელებში: «ციფრული საუკუნის ცთუნება»

სასულიერო ლიდერები სოციალურ ქსელებში: «ციფრული საუკუნის ცთუნება»

სასულიერო ლიდერები სოციალურ ქსელებში: «ციფრული საუკუნის ცთუნება»რომის პაპმა ფრანცისკმა თავის საკვირაო გამოსვლაში, რომელიც ამერიკის პენსილვანიის შტატში ქონდა, მორწმუნეებს სოციალურ ქსელში «ლაიქების» გატაცებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა. ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ პანთიფიკის მხოლოდ ინგლისურენოვან ტვიტერ აკაუნტს 7,4 მილიონი გამომწერი ყავს.
«დღევანდელი კონსიუმერიზმი განსაზღვრავს, რა არის ადამაინებისთვის მნიშვნელოვანი, ადამიანური ურთიერთობებს დაქვემდებარება, ადამიანებს შორის მეგობრობა თუ რელიგია. სოციალური კავშირები ახლა საკუთარი მოთხოვნილებების დაკმაყოფილების საშუალებაა, არა უმეტესი» – განაცხადა რომის პაპმა.
“გავბედავ და ვიტყვი, რომ ბევრი თანამედროვე სიტუაციის დასაბამი უკიდურესი მარტოობაა, რომელშიც ადამიანების უმეტესობა ცხოვრობს” – ხაზი გაუსვა პაპმა ამერიკის ეპისკოპოსთან შეხვედრისას.
«გამოეკიდო ტრენდებს, ლაიქებს, მოიპოვო ბევრი გამომწერი და ფოლოუერი – აი, რაში გამოიჭირეს კაცობრიობა. ეს არის ის, რასაც თანამედროვე საზოგადოება გვთავაზობს – პასუხისმგებლობის შიშით მარტოობა და თავის დასამკვიდრებლად წარმართული არანორმალური ძალისხმევა» – განაცხადა მან.

რომის პაპს ესპანურენოვან აკაუნტზე 10 მილიონი გამომწერი ყავს, იტალიურზე – 3 მილიონზე მეტი, 1,5 მილიონი – პორტუგალიურ ენოვანზე, თითქმის ნახევარი მილიონი – პოლონურ ენაზე, 300 ათასი – ლათინურ და ფრანგულ ენებზე, 200 ათასი – გერმანულ და არაბულ ენებზე. აკაუნტებს ვატიკანის კანცელარია ხელმძღვანელობს.

სასულიერო ლიდერები სოციალურ ქსელებში: «ციფრული საუკუნის ცთუნება»

ირანის სულიერი ლიდერის ალი ჰამენეის სოციალური ქსელების მონაცემები ასეთია: ინგლისურენოვან ტვიტერზე მას დაახლოებით 150 ათასი გამომწერი ყავს, ესპანურ ენაზე – 3 ათასზე ოდნავ მეტი, ფარსიზე – 27 ათასი, არაბულ ენაზე – 10 ათასი.
ამასთანავე, ირანის სულიერი ლიდერის ისტაგრამის აკაუნტი დროებით (გაურკვეველი მიზეზების გამო) დაბლოკილია.
მას აქვს ასევე ოფიციალური საიტი, სადაც მისი ბიოგრაფია და სხვა ცნობებია გამოქვეყნებული, მათ შორის რუსულ ენაზე.

ირანის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მოკავშირე გაერთიანება «ჰესბოლას» ლიდერი შეიხი ჰასან ნასრალი 2009 წლიდან აქტიურად სარგებლობდა სოციალური ქსელებით. მისი ტვიტერ და ფეისბუქ გვერდები მთელი რიგი ებრაული ორგანიზაციების მოთხოვნით დაიბლოკა.

რუსეთის პატრიარქის კირილის თქმით, «სოციალურ ქსელებს ცთუნება და ცოდვები მოაქვს». ამასთანავე, მისი ეკლესიის მრევლი საკმარისზე მეტ დროს ატარებს სოციალურ ქსელებში.
“თუკი ჩვენ არ გვინდა ის, რომ ვირტუალური რეალობა ასევე ათეიზირებული გახდეს, ჩვენ აქტიურად უნდა ვიფიქროთ იმაზე, როგორ შეიძლება ამაში ეკლესია უფრო ეფექტურად მონაწილეობდეს და მისი მოქმედება უფრო შედეგიანი იყოს უფრო მეტად ახალგაზრდებისთვის საკუთარი მესიჯების გადასაცემად” – თვლის პატრიარქი.
მან 2013 წელს ბერებს მოუწოდა არ ისარგებლონ სოციალური ქსელებით. ამასთანავე, მას ფეისბუქზე საკუთარი ოფიციალური გვერდი აქვს, რომელსაც საპატრიარქოს მოსკოვის კანცელარია მართავს. პატრიარქს 15 ათასი გამომწერი ყავს. რუსულ ქსელ «ვკონტაქტეში» – 185 ათასი გამომწერი.

სასულიერო ლიდერები სოციალურ ქსელებში: «ციფრული საუკუნის ცთუნება»

ანგლიკანური ეკლასიის არქიეპისკოპოსი ჯასტინ უელბი თვითონ მართავს საკუთარ ტვიტერ აკაუნტს, სადაც მას დაახლოებით 80 ათასი ხელისმომწერი ყავს.
ზოგჯერ მისი პოსტები ძალიან კომიკურია. მაგალითად, რამდენიმე ხნის წინ მან აღიარა, რომ სინოდის ერთ-ერთ სხდომაზე კინაღამ ჩაეძინა. ანგლიკანური ეკლესიის ლიდერი სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენლებს ხშირად ულოცავს რელიგიურ დღესასწაულებს.

სასულიერო ლიდერების ინგლისურენოვანი აკაუნტებიდან ყველაზე წარმატებული ტიტეტური ბუდიზმის ლიდერის დალაი-ლამას ტვიტერ აკაუნტია, რომელსაც 12 მილიონი გამომწერი ყავს. იგივე რაოდენობის მკითხველი ყავს მას ფეისბუქზე.
მე-14 დალაი ლამა ცნობილია ლგბტ-თემისადმი, ხელოვნური ინტელექტისადმი, ადამიანის კლონირებისადმი თავისი ტოლერანტული დამოკიდებულებებით . ის ფეისბუქზე ყოველდღე აქვეყნებს მაქსიმებს. მას ფეისბუქ გვერდი აქვს ასევე ჰინდუზე, მოლღოლურ ენაზე, ჩინურ, ტიბეტურ, იაპონურ და რუსულ ენებზე.

სასულიერო ლიდერები სოციალურ ქსელებში: «ციფრული საუკუნის ცთუნება»

banner
წინა სტატიაშიმსოფლიოში უკიდურესად ღარიბების პროცენტული მაჩვენებელი შემცირდა
შემდეგი სტატიაალ-ქაიდა თითოეულ ტყვე რუს ჯარისკაცზე ჯილდოს გადაიხდის…