განათლების სამინისტროსთან დილიდან აბიტურიენტების აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები განათლების მინისტრისაგან მეორადი ჩარიცხვების დაშვებას ითხოვენ.
სამინისტროსთან აბიტურიენტები და მშობლები არიან შეკრებილები.
ერთ-ერთი აბიტურიენტის თქმით, მას 10 უმაღლესი სასწავლებელი ჰქონდა განაცხადში აღნიშნული, კომპეტენციის ზღვარი გადალახა, თუმცა ვერსად ჩაირიცხა.
„მოვითხოვთ, აღდგეს სამართლიანობა,“ – აცხადებს ერთ-ერთი აბიტურიენტი.