დავით ბერძენიშვილი: ძალიან კარგი შერეული სისტემაა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის

შუალედური არჩევნები ძველი სისტემით ჩატარდება. თუმცა, ქართული ოცნება 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის გასატარებელ გარკვეულ ცვლილებებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

მმართველი გუნდის ინფორმაციით, “სარჩევნო კოდექსის” ცვლილებების პროექტს პარლამენტი მომდევნო სესიის დასრულებამდე მიიღებს.

“ძალიან კარგი შერეული სისტემაა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, მაღალი ევროპული სტანდარტის შერეული სისტემა. 50%-იანი ბარიერი იქნება მაჟორიტარებისთვის. 1990 წლის შემდეგ ვერცერთმა ხელისუფლებამ ვერ გაბედა ეს, რომ პირველ ან მეორე ტურში ერთმანდატიან ოლქში მაჟორიტარი ნამდვილად უმრავლესობით უნდა იყოს არჩეული,“ -განაცხადა პარლამენტის ფრაქცია ქართული ოცნება – რესპუბლიკელების თავმჯდომარემ, დავით ბერძენიშვილმა.

banner
წინა სტატიაში„მოვითხოვთ, აღდგეს სამართლიანობა“- განათლების სამინისტროსთან აბიტურიენტთა აქცია მიმდინარეობს
შემდეგი სტატიაგია ვოლსკი: ბოიკოტის აზრს ვერ ვხედავ