მიხეილ სააკაშვილი პოლიციის ავტომობილის საბარგულში ჩაძვრა

ოდესის ოლქის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი პოლიციის ავტომობილის საბარგულში ჩაძვრა.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, ასეთ საინტერესო მდგომარეობაში გუბერნატორი ფოტოკამერებმა ახალი საპატრულო პოლიციის წვრთნების დროს დააფიქსირეს.

„დღეს დილას 09:30 საათზე შინაგან საქმეთა სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალი საპატრულო პოლიციის წვრთნები ჩატარდა ოდესის გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის მონაწილეობით“, – იტყობინება გუბერნატორის პრესსამსახური.

თვითმხილველების თქმით, პოლიციელებთან ერთად, გუბერნატორმა მონაწილეობა მიიღო სამართალდამრღვევის დოკუმენტების შემოწმებასა და „დაჭრილი მოქალაქის“ ავტომობილში გადაყვანაში.

უკრაინულმა მედიამ წვრთნების ამსახველი ფოტო და ვიდეომასალაც გაავრცელა.

banner
წინა სტატიაშიპატიმარ ქალებს ჰიგიენური საშაულებებით სახელმწიფო უზრუნველყოფს
შემდეგი სტატიაძველ სქემაში ჩართული მასწავლებლების შეფასების მიზნით, 20 აგვისტოდან რეგისტრაცია იწყება