“მინისტრი წულუკიანი აუცილებლად აგებს პასუხს”

კანონი მარეგულირებელ კომისიაში დაიწერა და მისი ავტორი ბიძინა ივანიშვილის ტელევიზიის ხელმძღვანელი, კახა ბექაურია

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი საჯარო რეესტრს კანონის დარღვევაში ადანაშაულებს. როგორც ნიკა გვარამია ამბობს, ტრანზაქცია, რომელიც რეესტრს იმავე დღეს უნდა დაერიგისტრირებინა, 2 დღის შემდეგაც არ არის დარეგისტრიტებული.

გვარამია თვლის, რომ ამ პროცესების უკან ბიძინა ივანიშვილი და მინისტრი თეა წულუკიანი დგანან.

“საჯარო რეესტრმა 2 დღის განმავლობაში არ დაარეგისტრირა ეს ტრანზაქცია. არადა მყისიერად უნდა მომხდარიყო. ეტყობა 2 დღის განმავლობაში ვერ მოახერხეს ივანიშვილთან შეთანხმება, მინისტრი წულუკიანი არ იყო საქართველოში. თუმცა ის ამ პროცესებში აქტიურად იყო ჩართული და აუცილებლად აგებს პასუხს,” – აცხადებს ნიკა გვარამია.

banner
წინა სტატიაში“ქიბარ ხალვაში იბრძვის არა ქონების დასაბრუნებლად, არამედ თავისუფალი მედიისა და სიტყვის წინააღმდეგ”
შემდეგი სტატიანინო ბურჯანაძე – საქართველო პრაქტიკულად სახელმწიფოებრიობის დაკარგვის საფრთხის წინაშე დგას