“ქიბარ ხალვაში იბრძვის არა ქონების დასაბრუნებლად, არამედ თავისუფალი მედიისა და სიტყვის წინააღმდეგ”

“ქიბარ ხალვაში იბრძვის არა ქონების დასაბრუნებად, არამედ თავისუფალი მედიისა და სიტყვის წინააღმდეგ,” – ეს განცხადება რამდენიმე წუთის წინ ტელეკომპანია, რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ გააკეთა.

გვარამიას განცხადებით მისთვის გაუგებარია თუ როგორ შეიტყო სრული ინფორმაცია ქიბარ ხალვაშის ადვოკატმა შპს საქართველოს გაყიდვასთან დაკავშირებით, რომელიც მხოლდო რუსთავი 2-ის ხელმძღვანელობამ და საჯარო რეესტრის წარმომადგენლებმა იცოდნენ.

“ქიბარ ხალვაში იბრძვის არა ქონების დასაბრუნებად არამედ ჩვენ წინააღმდეგ და თავისუფალი მედიის წინააღმდეგ. წინააღმდეგ შემთხვევაში ის არ იტყოდა 6 მილიონიანი ინვესტიციით ტელეკომპანიის გამდიდრებაზე, რომელიც თუ გონია რომ სასამართლოში გაიმარჯვებდა მას დარჩებოდა. რეესტრმა რეგისტრაცია კი არ მოახდინა, არამედ უკანონო პროცედურა აწარმოა და მოახდინა მესამე პირებთან კომუნიკაცია. ქიბარ ხალვაშის ადვოკატმა ამ შეთანხმების შესახებ არავითარ შემთხვევაში არ უნდა იცოდეს, თუ ეს ინფორმაცია მას არ მიაწოდეს რეესტრიდან,” – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

banner
წინა სტატიაშიდავით დარჩიაშვილი: რუსთავი 2-ის წინააღმდეგ ყველა მეთოდი იქნა გამოყენებული
შემდეგი სტატია“მინისტრი წულუკიანი აუცილებლად აგებს პასუხს”