მინისტრები და გამგებლები ავტო–რალიში მონაწილეობენ

მინისტრები და გამგებლები ავტო–რალიში მონაწილეობენ

მინისტრები და გამგებლები ავტო–რალიში მონაწილეობენზუგდიდიში ინგირის აეროპორტის ტერიტორია უკვე მეორე დღეა ავტო და მოყვარულთა შოუს მასპინძლობს. რეგიონში პირველად მაღალი სტანდარტების ავტო-მოტო შეჯიბრი მიმდინარეობს, რომლის ჩატარების იდეის ავტორი სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონიაა. ღონისძიება სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის მხარდაჭერით ტარდება. შეჯიბრის ორგანიზატორი კი -“Western Drivers Club”-სამეგრელო“-ა.
დღეს, 5 ივლისს ინგირის აეროპორტის ტერიტორიაზე ავტომოყვარულთა დრაგი და დრიფთი გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობას სამეგრელო-ზემო სვანეთის ავტომოყვარულებთან ერთად, საქართველოს სხვადასხვა ქალაქებიდანაც მიიღეს.
შოუს სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია და შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური დესწრნენ.
სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ ავტო რალში უშუალო მონაწილეობაც მიიღო და ის სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში პროექტების კოორდინატორს, ასევე “Western Drivers Club”-ის დამფუძნებელს დავით კოდუას შეეჯიბრა.
მსგავსი მაშტაბის სპორტული სანახაობა სამეგრელოში პირველად ტარდება, ღონისძიებას მუსიკალურად , ცნობილი DJ-ები აფორმებდნენ. 4-5 ივლისს გამარჯვებული ხუთ სხვადასხვა კატეგორიაში გამოვლინდება და სოლიდური პრიზებიტთ დაჯილდოვდება.
ღონიძიება გუშინ სამეგრელო-ზემო სვანეთის მერების,გამგებლების და საკრებულოს თავმჯდომარეების ავტო შეჯიბრით გაიხსნა, რომელშიც გამარჯვება ჩხოროწყუს გამგებელმა დათო გოგუამ მოიპოვა.პირველი ადგილის მფლობელს თასი და მედალი გუბერნატორმა ლევან შონიამ გადასცა. მუნიციპალიტეტების პირველი პირების დაჯილდოების შემდეგ კი მოტოშოუ გაიმართა.
ავტო-მოტო მოყვარულთა შოუ საქველმოქმედო ხასიათისაა და შემოსული თანხა თბილისში სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დახმარების ფონდში გადაირიცხება. ინგირის აეროპორტის ტერიტორიაზე საქველმოქმედო ყუთები რამდენიმე ადგილასაა განთავსებული .
შეხვედრის სპონსორები ,,ვისოლი“, ,,კოკა-კოლა“ და ,,სოკარი-ყულევის ნავთობ ტერმინალი“ არიან.
ორგანიზატორებმა რეგიონული შეჯიბრის დაწყებამდე, 2 ივლისს სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში „პრომო მარში“ გამართეს, რომელშიც მონაწილეობა ავტო და მოტო მოყვარულებმა მიიღეს. მარშს სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია მიუძღოდა. ავტო და მოტომოყვარულებმა ზუგდიდის, ხობის, სენაკის, აბაშის, მარტვილის და ჩხოროწყუს ქუჩები შემოიარეს.

banner
წინა სტატიაშისტიქიით დაზარალებულებისთვის კომპენსაციების გაცემა შესაძლოა ხვალიდან დაიწყოს
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი იმედოვნებს, რომ მიმდინარე წელი ავიავიზიტორების რაოდენობის კუთხით შარშანდელივით წარმატებული იქნება