გიორგი კვირიკაშვილი იმედოვნებს, რომ მიმდინარე წელი ავიავიზიტორების რაოდენობის კუთხით შარშანდელივით წარმატებული იქნება

ლარის კურსის დაკორექტირების პროცესში ეროვნული ბანკის ჩარევის საჭიროება ამ ეტაპზე არ არსებობს

ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი იმედოვნებს, რომ მიმდინარე წელი ავიავიზიტორების რაოდენობის კუთხით შარშანდელივით წარმატებული იქნება.
გიორგი კვირიკაშვილმა Routes Silk Road 2015-ის საავიაციო ფორუმი შეაფასა და მის საქართველოში გამართვის მნიშვნელობაზე ჟურნალისტებთან ისაუბრა.
“Routes Silk Road 2015 ყველაზე წარმატებული ფორუმია ავიატორების და მოხარულები ვართ, რომ ზედიზედ მეორედ ტარდება საქართველოში. სასიამოვნოა, რომ ბრიტანეთმა სწორედ საქართველო აირჩია ფორუმის ჩასატარებლად. 40-ზე მეტი ავიაკომპანიაა ჩამოსული და 45 აეროპორტი. დამსწრეთა გეოგრაფია არის ძალიან ფართო, როგორც ევროპიდან, ასევე ახლო აღმოსავლეთიდან და შორეული აღმოსავლეთიდან. იმედი გვაქვს, რომ შარშანდელივით წარმატებული წელი იქნება. შარშან 2 მილიონს გადააჭარბა ავიავიზიტორების რაოდენობამ საქართველოში”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
სასტუმრო “რედისონ ბლუ ივერიაში” საქართველოს აეროპორტების გაერთიანება Routes Silk Road 2015 მასპინძლობს.

banner
წინა სტატიაშიმინისტრები და გამგებლები ავტო–რალიში მონაწილეობენ
შემდეგი სტატიასამწუხაროა, რომ სტიქიის შედეგად დაუზღვეველი ავტომობილების თანხობრივი ანაზღაურების თემა კვლავ ღიად რჩება