მინდია ჯანელიძე: ყოვლად გაუგებარია და ემსახურება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას

თავდაცვის მინისტრ, მინდია ჯანელიძის განცხადებით, გავრცელებული ინფორმაცია, ნატო-ს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის პროცესის გადადების შესახებ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება. აღნიშნული განცხადება ჯანელიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გააკეთა.

“მიზანმიმართულად ვრცელდება ინფორმაცია, ნატო-ს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის პროცესის გადადების შესახებ. მე მინდა ვთქვა, რომ ნატო-ს ხელმძღვანელობის მიერ საქართველოს აქტივობა იმპლემენტაციის კუთხით ფასდება, როგორც უპრეცენდენტო და ეს გაცხადებული იყო როგორც ერთობლივ განცხადებაში, ასევე გენერალური მდივნის, მისი მოადგილის სპეციალური წარმომადგენლის და ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივნის განცხადებებში. ამ ფონზე როცა გამოდიან და ამბობენ, რომ ნატო-ს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის პროცესი რაღაცნაირად გადაიდო, ყოვლად გაუგებარია და ემსახურება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას”, – განაცხადა მინდია ჯანელიძემ.

“თავისუფალმა დემოკრატებმა” განცხადება გააკეთეს, რომ კითხვები აქვთ ნატო-საქართველოს არსებით ღონისძიებათა პაკეტის იმპლემენტაციის გაჭიანურებასთან დაკავშირებით.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი ხადურს და კვირიკაშვილს მოსახლეობასთან მეტი კომუნიკაციისკენ მოუწოდებს
შემდეგი სტატიამინსკის შეხვედრა დასრულდა