მინდია ჯანელიძე მუხათგვერდის სამხედრო სასაფლაოზე იმყოფებოდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი მუხათგვერდის სამხედრო სასაფლაოზე იმყოფებოდა. მინდია ჯანელიძემ დაღუპულთა საფლავებზე ყვავილები მიიტანა. თავდაცვის მინისტრი სასაფლაოზე მყოფ დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის წევრებსაც გაესაუბრა და მათ გვერდში დგომას დაპირდა.

“მე, როგორც თავდაცვის მინისტრი ვეტყვი მათ, რომ ყოველთვის მათ გვერდით ვიქნები ყველა იმ საკითხის გადაწყვეტის პროცესში, რაც მათ ოჯახებს, მათი შვილების სწავლა-განათლებას დასჭირდება. რითაც შეგვეძლება დავეხმარებით, რადგან მიგვაჩნია, რომ ეს ჩვენი ვალია. ამ ბიჭებმა თავი დადეს სამშობლოსთვის,” – განაცახდა მინდია ჯანელიძემ.

banner
წინა სტატიაშისრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე.
შემდეგი სტატია“მოვუწოდებთ რუსეთს, ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვა უზრუნველყოს”