მინდია ჯანელიძე: თავდაცვითი საშუალებების შეძენა არ ჩაშლილა

თავდაცვითი საშუალებების შეძენა არ ჩაშლილა, ყველაფერი მიდის ნორმალურად, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მინდია ჯანელიძემ განაცხადა. როგორც მინისტრმა პარლამენტში, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, საფრანგეთთან ამ მიმართულებით ყველაფერი ნორმის ფარგლებში მიდის.
“არავის არაფერი არ ჩაუშლია და მითუმეტეს მე, არაფერი ჩამიშლია. ამასთან დაკავშირებით დღეს არის “ნდობის ჯგუფის” შეხვედრა და იქნება მოსმენა ამ საკითხთან დაკავშირებით. არაფერი არ ჩაშლილა, ყველაფერი მიდის ნორმალურად, გეგმის ფარგლებში და შესაბამისად ამ საკითხზე ბევრი საუბარი დააზიანებს ჩვენს თავდაცვით ინტერესებს. ვინც არ უნდა იყოს ამ საკითხზე საუბრის მსურველი, სხვა ფორმატი შევარჩიოთ ან მოვუწოდებ, არ ვილაპარაკოთ”, – განაცხადა ჯანელიძემ.

banner
წინა სტატიაშიპავლე კუბლაშვილი : მითითების შემდეგ გახდა ასე საჭირო, რომ ვიღაცეებისთვის ფარისეველი ეძახა
შემდეგი სტატიაკიევი: ტიმოშენკოს კრემლთან თანამშრომლობაზე სდებენ ბრალს