პავლე კუბლაშვილი : მითითების შემდეგ გახდა ასე საჭირო, რომ ვიღაცეებისთვის ფარისეველი ეძახა

ნაციონალური მოძრაობა პარლამენტში უკვე შევიდა ინიციატივით, რაც გულისხმობს იმ პოლიციელების ოჯახების სამხედროების სოციალურ დახმარებასთან გათანაბრებას, ვინც კრიმინალთან ბრძოლისას დაიღუპება. ამ ინიციატივის მიხედვით, დახმარება ერთჯერადად 100 ათასი ლარის ოდენობით უნდა გაიცეს. კანონპროეტი საკანონმდებლო ორგანოში პავლე კუბლაშვილმა დღეს ნაციონალური მოძრაობის სახელით შეიტანა.

„ჩვენ ეს კანონპროექტი გუშინ დავაანონსეთ და დღეს შევიტანეთ უკვე. თუ აქვთ მზაობა, უფრო ხელშესახები გახადონ სოციალური დაცვის პირობები, მიიღონ ეს კანონპროეტი“.

დაანონსებული კანონპროექტი გახდა დღეს მთავრობის სხდომის განხილვის საგანიც. პრემიერმა ნაციონალური მოძრაობის წევრებს ფარისევლები უწოდა და განაცხადა, რომ ოპონენტებმა მთავრობის ინიციატივა დაიბრალეს. ღარიბაშვილის ბრალდებებს უპასუხა პავლე კუბლაშვილმა.

„ბიძინა ივანიშვილის მითითების შემდეგ გახდა ასე საჭირო, რომ ღარიბაშვილს ვიღაცეებისთვის ფარისეველი ეძახა.“ – განაცადა კუბლაშვილმა.

მეორე ინიციატივა, რომელზეც ქართული ოცნება მუშაობს და ორ კვირაში შეიტანენ პარლამენტში, ასევე გულისხმობს დაღუპული პოლიციელების ოჯახების სოციალური დახმარების სამხედროებთან გათანაბრებას, თუმცა სხვა ნაწილში, ანუ ყოველთვიურად 1000 ლარის მიღებას.

„კანონი, რომლის ინიციატორიც მთავრობაა, არის ყოველთვიური კომპენსაცია იმ ოჯახებს, ვინც დაკარგა შვილი სამხედრო მოქმედებებში, ასევე პოლიციელი, რომელიც დაიღუპა სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს,“ – განმარტა პარლამენტის ფრაქცია «ქართული ოცნება – კონსერვატორების» თავმჯდომარემ გიგა ბუკიამ.

banner
წინა სტატიაშივანო მერაბიშვილი განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიამინდია ჯანელიძე: თავდაცვითი საშუალებების შეძენა არ ჩაშლილა