კიევი: ტიმოშენკოს კრემლთან თანამშრომლობაზე სდებენ ბრალს

კიევი: ტიმოშენკოს კრემლთან თანამშრომლობაზე სდებენ ბრალს

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველი, ანტონ გერაშენკო „ბატკივშინას“ ლიდერს, იულია ტიმოშენკოს კრემლთან თანამშრომლობაში სდებს ბრალს, ავრცელებს УНИАН-ი.
ამ განცხადების საფუძველი, ტიმოშენკოს პარტიის მიერ უმაღლესი რადას ტრიბუნის ბლოკირება გახდა.
აქციის მონაწილეები ითხოვდნენ სახელმწიფო ქონების გაფლანგვის ფაქტის გამოძიებას, რომელშიც თითქოსდა მონაწილეობდა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი არსენიი იაცენიუკი.
გერაშენკომ განაცხადა, რომ 7 მილიარდი გრივენიდან, რომლის დაკარგვა ფინანსურმა ინსპექციამ გამოავლინა, 6 მილიარდი იმ დროს არის დაკარგული, როცა მთავრობას იულია ტიმოშენკო და ნიკალაი აზაროვი ხელმძრვანელობდნენ.
მინისტრის მრჩეველის სიტყვებით, ამ გაფლანგვის მოქმედი მთავრობისთვის გადაბრალებას რუსეთის სპეცსამასახურების და პირადად ვლადიმირ პუტინის კვალთან მივყავართ.
„როცა ჟურნალისტები მეკითხებიან, ველოდები თუ არა პუტინისგან თავდასხმას მაისში, ვპასუხბ: არა, ეს არ იქნება, ეს არ არის საჭირო. პუტინი მიხვდა, რომ უკრაინელ ხალხს ვერ მოერევა ძალით, და მან გადაწყვიტა უკრაინა ეშმაკობით და გაყოფით აიღოს“ – თქვა გერაშენკომ.
უმაღლესი რადას ტრიბუნა 7 აპრილს რამდენიმე პოლიტიკური პარტიის მიერ იქნა ბლოკირებული.

banner
წინა სტატიაშიმინდია ჯანელიძე: თავდაცვითი საშუალებების შეძენა არ ჩაშლილა
შემდეგი სტატიამარინ ლე პენმა საკუთარი მამა პარტიის „მკვლელობაში“ დაადანაშაულა