მთავრობის სხდომა წუთიერი დუმილით დაიწყო

მთავრობის სხდომაზე ავღანეთში დაღუპული ქართველი სამხედრო მოსამსახურის ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.

საქართველოს პრემიერმინისტრმა განაცხადა, რომ ეს უდიდესი დანაკარგია და მიუსამძიმრა დაღუპულის ოჯახს.

“გუშინ საღამოს ავღანეთში, პატრულირების დროს მოხდა შეტაკება და სამწუხაროდ დავკარგეთ ჯარისკაცი. მინდა მის ოჯახს მივუსამძიმრო ეს საშინელი ტრაგედია,“ – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერმა თავდაცვის მინისტრს დაავალა დაკრძალვასთან დაკავშირებით უწყებამ ყველა საკითხი უზრუნველყოს. ფინანასთა სამინისტროს კი დაღუპულის ოჯახისთვის კომპენსაციის სახით, კანონით განსაზღვრული 100 ათასი ლარის გამოყოფის საკითხის უზრუნველყოფა დაავალა.

ღარიბაშვილმა ავღანეთში დაჭრილი სამხედრო მოსამსახურის შესახებაც მიაწოდა მთავრობის წევრებს ინფორმაცია. პრემიერის თქმით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს პრეზიდენტი ავღანეთში ქართველი სამხედროს დაღუპვის გამო მწუხარებას გამოთქვამს
შემდეგი სტატიაპრემიერ-მინისტრის დავალებით ავღანეთში გარდაცვლილი ჯარისკაცის ოჯახს 100 ათასი ლარი გამოეყოფა