მეცნიერებმა სახლის მტვერში 9 ათასი მიკრობის სახეობა აღმოაჩინეს. ახალი სამეცნიერო გამოკვლევის მონაცემების მიხედვით, ჩვეულებრივ სახლის მტვერში, საშუალოდ მიკრობების 9 ათასი სხვადასხვა სახეობა ბინადრობს. თუკი სახლში რომელიმე შინაური ცხოველი ცხოვრობს, ეს ნიშნავს, იმას, რომ მიკრობების რაოდენობა რამდეიმე ათასით გაზრდილია.
მეცნიერებმა ბაქტერიების გარკვეული სახეობები მხოლოდ ქალებში იპოვეს და არა მამაკაცებში.
წამყვანი მეცნიერი, დოქტორ ნოი ფირერი აღნიშნავს, რომ აღმოჩენილი მიკრობების უმეტესობა არ არის საშიში, ზოგიერთი კი დადებით გავლენას ახდენს ადამიანის ორგანიზმზე.