ჩეხეთის საზოგადოებრივი ტელევიზიის ცნობით, რუსეთის ეკონომიკურ სერვერ „დელოვაია ჟიზნ“-ს უკრაინაში დაღუპულ რუს სამხედროებზე ცნობა გაეპარა. მართალია, ცენზურამ ცნობა სერვერიდან მალევე „გაქრო“, მაგრამ სტატიის დაკოპირება უკრინულმა სერვერებმა მოახერხეს.
როგორც ცნობიდან ირკვევა, პუტინის განკარგულებით, დაღუპული ჯარისკაცების ოჯახებს 3 მილიონ რუბლს აძლევენ, დაინვალიდებულებს კი – 1,5 მლიონს.
ამავე ცნობის მიხედვით, უკრაინაში 2 000 ჯარისკაცი დაიღუპა, 3 200 კი მძიმედ დაიჭრა
ჩეხეთის საზოგადოებრივი ტელევიზია იუწყება, რომ ამ ინფორმაციას რუსები ოფიციალურად არ ადასტურებენ, მაგრამ „დელოვაი ჟიზნი“ ცნობას ისე არ გამოაქვეყნებდა, რომ ოფიციალური ინფორმაცია არ ჰქონოდათ.