“მესმის ჩვენი ოპონენტების, რომლებსაც სურთ არ აღიარონ, რომ მოხდა ამ სისტემის დეპოლიტიზაცია,” – ირაკლი სესიაშვილი შსს-ს რეფორმებზე

შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმასთან დაკავშირებთ, მმართველი გუნდის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ეს არის სწორედ ის რეფორმა, რომელიც სისტემის დეპოლიტიზირებას მოახდენს.

საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი ვახტანგ გომელაურის შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტიდან უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელად გადაყვანას გამოეხმაურა.

„ბატონი ვახტანგი დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან კარგად გაართმევს თავს, ის არის აპოლიტიკური ფიგურა. მე მესმის ჩვენი ოპონენტების, რომელებსაც სურთ არ აღიარონ, რომ ამ შემთხვევაში მოხდა ამ სისტემის დეპოლიტიზაცია, იმიტომ რომ სალაპარაკო აღარ ექნებათ,“ – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიერგნეთში შეხვედრა დაძაბულ რეჟიმში მიმდინარეობს
შემდეგი სტატიადავით სერგეენკო – სავარაუდოდ, სექტემბერში 200-ზე მეტი დასახელების მედიკამენტზე ფასების მნიშვნელოვანი დაწევა მოხდება