დავით სერგეენკო – სავარაუდოდ, სექტემბერში 200-ზე მეტი დასახელების მედიკამენტზე ფასების მნიშვნელოვანი დაწევა მოხდება

სავარაუდოდ, სექტემბრის თვეში 200-ზე მეტი დასახელების მედიკამენტზე ფასების მნიშვნელოვანი დაწევა მოხდება, – ამის შესახებ დღეს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა.
მისივე თქმით, 200-ზე მეტი დასახელების მედიკამენტზე ფასების მნიშვნელოვანი დაწევა არანკლებ 50%-ით მოხდება.
“ასევე მომავალი წლისთვის უნდა შევძლოთ რომ 1000-ზე მეტი დასახელების ქრონიკული დაავადებების სამკურნალო პრეპარატებზე, მნიშვნელოვნად დავწიოთ ფასები. როგორ შევძლებთ ამას? ამისთვის ორი რამ არის საჭირო: თავიდან იყოს აცილებული ექიმების მიერ არასაჭირო, ბევრი წამლების გამოწერა. ეს არის ხარისხის კონტროლისა და პირველადი ჯანდაცვის ნაწილი და მეორე მიმართულებაა, კონკურენციის გაზრდა. ბაზარზე უნდა შემოვიდეს ახალი მოთამაშეები. ეს ჩვენ არაერთხელ გვითქვამს. ამის შემაკავებელი ჯერჯერობით ერთადერთი ფაქტორია: ქვეყანას არ აქვს წამლის ხარისხის კონტროლის გამართული სისტემა და შესაბამისი ლაბორატორია. ვფიქრობ, შემოდგომისთვის ამის გაკეთებაც შესაძლებელი იქნება და ეს ორი ინსტრუმენტი ამ შესაძლებლობას მოგვცემს”, _ აღნიშნა სერგეენკომ.
მისივე თქმით, ქართულ ბაზარზე დაახლოებით 15 ათასი დასახელების მედიკამენტია რეგისტრირებული, მათგან სასიცოცხლო მნიშვნელობის მედიკამენტები 1000-ზე მეტია.
ჯანდაცვის მინისტრის განმარტებით, მედიკამენტებზე ფასების დარეგულირების მიზნით, ამ ეტაპზე ფარმაცევტული კომპანიებისთვის წამალზე მოგების ზედა ზღვარის დაწესებას არ განიხილავენ.

banner
წინა სტატიაში“მესმის ჩვენი ოპონენტების, რომლებსაც სურთ არ აღიარონ, რომ მოხდა ამ სისტემის დეპოლიტიზაცია,” – ირაკლი სესიაშვილი შსს-ს რეფორმებზე
შემდეგი სტატიავახტანგ გომელაურის კანდიდატურა პარლამენტში უკვე შევიდა