მერდოკმა ობამას “ნამდვილი შავკანიანი პრეზიდენტი” უწოდა

ბარაკ ობამამ შვებულებაში მოსასმენი სიმღერების პლეი-ლისტი დადო

მერდოკმა ობამას "ნამდვილი შავკანიანი პრეზიდენტი" უწოდამედია-მაგნატმა რუპერტ მერდოკმა განაცხადა, რომ ბარაკ ობამამ ქვეყანაში რასობრივი დისკრიმინაციის პრობლემების მოგვარება ვერ მოახერხა.
“და რას იტყვით ნამდვილ შავკანიან პრეზიდენტზე, რომელსაც რასობრივი განსხვავებების მოგვარება შეუძლია?” – დაწერა მერდოკმა საკუთარ მიკრობლოგში რესპუბლიკური პარტიის წევრი აფროამერიკელი პრეზიდენტობის კანდიდატის ბენ კარსონის მხარდასაჭერად.

მერდოკმა ტვიტერის საკუთარ გამომწერებს მოუწოდა New York Magazine-ში ობამას პოლიტიკის უკმაყოფილობებზე წაიკითხონ, რომელსაც აფროამერიკელები გამოხატავენ ობამას მიმართ.
აშშ-ში მერდოკი ფლობს შემდეგ მედია-კომპანიებს Fox News Channel, ასევე New York Post და Wall Street Journal, დიდ ბრიტანეთში – Sky News და გაზეთს Sun და Times.
News Corporation-ის 84 წლის მფლობელმა ადრეც გამოხატა ყოფილი ნეიროქირურგისადმი მხარდაჭეერა, რომელიც ერთ-ერთია იმ 14 რესპუბლიკელ კანდიდატებს შორის, რომლევიც საპრეზიდენთო არჩევნებზე კენჭს იყრიან.

მერდოკმა ობამას "ნამდვილი შავკანიანი პრეზიდენტი" უწოდა

სექტემბერში კარსონი უკვე გამოვიდა სკანდალური განცხადებით, რომ ისლამი ამერიკულ კონსტიტუციასთან თანწყობაში ვერ მოდის. მან ასევე თქვა, რომ ის არასდროს შეეგუება აშშ-ს პრეზიდენტი მუსლიმი იყოს.

banner
წინა სტატიაშისაყოველთაო ჯანდაცვის ბიუჯეტში მხოლოდ ოქტომბრის ფულია დარჩენილი
შემდეგი სტატიაკალაძე არეშიძეს გადადგმომას კიდევ ერთხელ ურჩევს