საყოველთაო ჯანდაცვის ბიუჯეტში მხოლოდ ოქტომბრის ფულია დარჩენილი

"მილიარდერი ივანიშვილის მთავრობა ხალხს აღარიბებს და ათასობით ადამიანს სოციალურ დახმარებას უწყვეტს" - ზურაბ ჭიაბერაშვილიზურაბ ჭიაბერაშვილის თქმით, საყოველთაო ჯანდაცვის ბიუჯეტში მხოლოდ ოქტომბრის ფულია დარჩენილი.
“470 მილიონიანი წლიური ბიუჯეტი 100 მლნ ლარითაა გასაზრდელი, რომ დღემდე არსებული ხარჯვის ტემპით გააგრძელოს საავადმყოფოების ანაზღაურება ჯანდაცვის სამინისტრო-მ. თუმცა ეს 100 მლნ ვერ ეყოფა იმ დაახლოებით 200 მლნ ლარზე მეტ დავალიანებას, რომელიც სამინისტროს საავადმყოფოების მიმართ დაუგროვდა. დავალიანების ნაწილი მომავალ წელს გადავა და იანვარ-თებერვალშივე “შეჭამს” საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მომავალი წლის ბიუჯეტის მნიშვნელოვან პორციას. სამედიცინო სფეროში სულ უფრო მძიმდება მდგომარეობა.
ახლა კი მარტივი კითხვა ჯანდაცვის სამინისტროს: როდის აპირებს საქართველოს მთავრობა, პარლამენტს მიღებინოს 2015 წლის ბიუჯეტის ცვლილება, რომ 100 მლნ დაგემატოთ ამ პროგრამაზე?
იმას აღარ ვკითხულობ, ეს 100 მლნ საიდან მოგაქვთ. არც იმაზე ვსაუბრობ, რომ სხვა პროგრამებშიც გაღრვევა გაქვთ და რამდენიმე ათეული მლნ ლარი ჯანდაცვის სხვა პროგრამებზე გაქვთ დასამატებელი.”

banner
წინა სტატიაშისაბერძნეთი მზად არის გერმანული ქონება დააყადაღოს
შემდეგი სტატიამერდოკმა ობამას “ნამდვილი შავკანიანი პრეზიდენტი” უწოდა