კალაძე არეშიძეს გადადგმომას კიდევ ერთხელ ურჩევს

კალაძე არეშიძეს გადადგმომას კიდევ ერთხელ ურჩევს: თანამდებობის გარეშეც შეუძლია იყოს წარმატებული

კალაძე არეშიძეს გადადგმომას კიდევ ერთხელ ურჩევს: თანამდებობის გარეშეც შეუძლია იყოს წარმატებულიიმდენი ენერგია გააჩნია ამ ადამიანს, რომ თანამდებობის გარეშეც შეუძლია იყოს წარმატებული – ასეთ შეფასებას, ვიცე-პრემიერი კახი კალაძე, მერიის განათლებისა და სპორტის საქალაქო სამსახურის უფროსზე გიორგი არეშიძეზე აკეთებს და მის ცოლის ძმას გადადგმომას კიდევ ერთხელ ურჩევს. კალაძე განმარტავს, რომ არეშიძის აღნიშნულ პოსტზე დანიშვნასთან დაკავშირებული საკითხი სალაპარაკო აღარ იყოს. “მე მესმის, რომ ის არის დამოუკიდებელი ადამიანი და დამოუკიდებელი ოჯახი ჰყავს. გულწრფელად ვთქვი და ვიმეორებ – მის დანიშვნაში მონაწილეობა არ მიმიღია. გიორგი იყო პარტია “ქართული ოცნების” ახალგაზრდული ფრთის ხელმძღვანელი და ყველა ის პროექტი, რაც ახალგაზრდული მიმართულებით ხორციელდებოდა, გიორგის და თანაპარტიელების დამსახურება იყო. მის დანიშვნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება დავით ნარმანიამ მიიღო. ვფიქრობ, წარმატებულია მისი სამსახური, თუმცა მე როგორც მეგობარმა და ახლო ადამიანმა მას ვურჩიე, რომ დაეტოვებინა თანამდებობა, რადგან დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია მისმა დანიშვნამ გარკვეული დაჯგუფების მხრიდან. იმდენი ენერგია გააჩნია ამ ადამიანს, რომ თანამდებობის გარეშეც შეუძლია იყოს წარმატებული და განახორციელოს ის პროექტები, რაც დაგეგმილი აქვს”, – განაცხადა კახა კალაძემ

banner
წინა სტატიაშიმერდოკმა ობამას “ნამდვილი შავკანიანი პრეზიდენტი” უწოდა
შემდეგი სტატიააშშ-ს სენატმა უკრაინის სამხედრო დახმარებაზე თანხმობა განაცხადა