მდინარე რიონში დაკარგული ახალგაზრდა გარდაცვლილი იპოვეს

მდინარე რიონში დაკარგული 23 წლის ნიკა დოლიძე მაშველებმა გარდაცვლილი იპოვეს. ახალგაზრდა მამაკაცი მდინარეში ცხენით შევიდა, ცხენი ვერ დაიმორჩილა და მორევში ჩავარდა.  ადგილზე მიმდინარე სამძებრო სამუშაოებში სენაკის სამაშველო ჯგუფთან ერთად ზუგდიდელი მაშველები და მყვინთავებიც იყვნენ ჩართული.

შემთხვევა სენაკის რაიონის სოფელ ჭალადიდში მოხდა. ნიკა დოლიძე ლანჩხუთიდანაა და ის ჭალადიდში მწყემსებთან იყო ჩასული.

banner
წინა სტატიაშიზურაბ ჭიაბერაშვილი – 3 000 პენსიონერის შემწეობის მიმღებთა ბაზაში დაბრუნება პრობლემას არ ჭრის
შემდეგი სტატიათბილისის მერია ხანძრის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს დაეხმარება