თბილისის მერია ხანძრის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს დაეხმარება

თბილისის მერია გუდაუთის ქუჩაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს დაეხმარება, – ამის შესახებ განცხადება თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ დღეს თბილისის მთავრობის სხდომაზე გააკეთა.
დავით ნარმანიამ ხანძრის შედეგად დაღუპულების ოჯახის წევრებს სამძიმარი გამოუცხადა და განაცხადა, რომ გამგეობა და შესაბამისი სამსახურები გარდაცვლილთა ოჯახებს დახმარებას გაუწევენ.
“ყველამ ვნახეთ გუშინდელი უბედური შემთხვევის ამსახველი კადრები. ჩვენდა სამწუხაროდ, შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა, ხანძარს ორი ჩვენი თანამოქალაქე ემსხვერპლა. მინდა, მათ ოჯახებს სამძიმარი გამოვუცხადო. ასევე, მინდა, ხაზი გავუსვა, რომ თბილისის მერია ამ ოჯახებს გვერდით დაუდგება და შესაბამისი მომსახურება, საჭიროებები ჩვენი მხრიდან იქნება უზრუნველყოფილი. ამიტომ, მე მინდა დავავალო “ჰერმესის” ხელმძღვანელს და შესაბამის გამგეობებს, რომ ყველაფერი გავაკეთოთ ამ ოჯახების მხარდასაჭერად”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.
გუდაუთის ქუჩაზე საღებავების საწყობში გაჩენილ ხანძარს გუშინ ორი ადამიანი ემსხვერპლა, რამდენიმე კი დაშავდა.

banner
წინა სტატიაშიმდინარე რიონში დაკარგული ახალგაზრდა გარდაცვლილი იპოვეს
შემდეგი სტატიაირაკლი ლექვინაძე – კომუნალური სერვისების დაფინანსება დარჩება იმას, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება