ზურაბ ჭიაბერაშვილი – 3 000 პენსიონერის შემწეობის მიმღებთა ბაზაში დაბრუნება პრობლემას არ ჭრის

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” სამოქალაქო საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივნის, ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ პენსიონერების სოციალური დახმარების მიმღებთა ბაზაში დაბრუნება, პრობლემას ვერ აგვარებს, რადგან შემწეობის გარეშე 27 000 ბავშვია დარჩენილი.
“ჯანდაცვის სამინისტროს ყოველდღიური განცხადება სოციალურად დაუცველთა ბაზაზე, კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ უმძიმეს მდგომარეობას, რომელიც დავით სერგეენკოს ახალი მეთოდოლოგიის გამო შეიქმნა. მათ აღიარეს, რომ უამრავი მარტოხელა პენსიონერი დატოვეს შემწეობის გარეშე, მაგრამ პრობლემა კიდევ უფრო მძიმეა. ბოლო 2 წლის განმავლობაში 27 000 ბავშვმა დაკარგა შემწეობა, აქედან რაც ახალი მეთოდოლიგია იქნა შემოღებული 9 000 სოციალურად დაუცველი ბავშვი დარჩა შემწეობის გარეშე. ამიტომ, საუბარი მხოლოდ 3 ათას პენსიონერზე, რომელიც ბაზაში უნდა დაბრუნდეს, პრობლემის სიმძიმეს ვერ ანეიტრალებს. ჯანდაცვის სამინისტრომ დროულად უნდა გადადგას ნაბიჯები და ამ არასწორი პოლიტიკით ვისაც ეს შემწეობა მოეხსნა, ყველას დაუბრუნდეს”, – განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.
ზურაბ ჭიაბერაშვილის კომენტარს “ნაციონალური მოძრაობის” პრესსამსახური ავრცელებს.

banner
წინა სტატიაშიგაფიცულ მძღოლებს რვა მოთხოვნა აქვთ
შემდეგი სტატიამდინარე რიონში დაკარგული ახალგაზრდა გარდაცვლილი იპოვეს