მდინარე დუნაიში ნაპოვნი ახალგაზრდა სავარაუდოდ, 29 აპრილს გაუჩინარებული ქართველი გოგონაა

ავსტრიაში, მდინარე დუნაიში ნაპოვნი ახალგაზრდა სავარაუდოდ, 29 აპრილს გაუჩინარებული ქართველი გოგონაა.
როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, დავით კერესელიძემ ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას განუცხადა, გუშინ ამასთან დაკავშირებით საკონსულო დეპარტამენტის დირექტორს ესაუბრა.
დავით კერესელიძემ მომხდარის გამო მწუხარება გამოთქვა. მისი ინფორმაციით, ნებისმიერ ასეთ შემთხვევაში უნდა მოხდეს იდენტიფიცირება.
დავით კერესელიძის ცნობით, გარდაცვლილის სახელი და გვარი ცნობილია. საკონსულომ ავსტრიის შესაბამის ორგანოებს გუშინ თითის ანაბეჭდები იდენტიფიცირებისათვის გადაუგზავნა. პარალელურად მიმდინარეობს პროცედურები, რომელიც შემდეგ ცხედრის გადმოსვენებისთვის იქნება საჭირო.
გუშინ უცხოური მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ავსტრიაში, მდინარე დუნაიში ახალგაზრდა ქართველი გოგონა დამხრჩვალი იპოვეს.

banner
წინა სტატიაშიევრაზიული კავშირის მომხრეების რაოდენობა იმაზე მეტია, ვიდრე არის 31%–ნინო ბურჯანაძე
შემდეგი სტატიაNDI-მ პოლიტიკური პარტიების რეიტინგი გამოაქვეყნა