NDI-მ პოლიტიკური პარტიების რეიტინგი გამოაქვეყნა

NDI-მ პოლიტიკური კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. გამოკითხულთა 27-მა პროცენტმა არ იცის ვის მისცეს ხმა. 24 პროცენტი კოალიცია ქართულ ოცნებას უჭერს მხარს, 16 პროცენტი კი ნაციონალურ მოძრაობას. 5 პროცენტი უჭერს მხარს თავისუფალ დემოკრატებს.

კითხვაზე, თუ რომელ პოლიტიკურ პარტიას უჭერენ მხარს, პასუხი არ გასცა 12-მა პროცენტმა.

კითხვაზე, რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს, 35-მა პროცენტმა განაცხადა, რომ არცერთი. გამოკითხულთა 24 პროცენტისთვის მათ შეხედულებებთან ყველაზე ახლოს კოალიცია ქართული ოცნებაა. 15-მა პროცენტმა – ნაციონალური მოძარობა დაასახელა, 9 პროცენტმა – თავისუფალი დემოკრატები.

NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 27 მარტი – 19 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 4360 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე.

banner
წინა სტატიაშიმდინარე დუნაიში ნაპოვნი ახალგაზრდა სავარაუდოდ, 29 აპრილს გაუჩინარებული ქართველი გოგონაა
შემდეგი სტატიაილია მეორე, პრეზიდენტი ალასანია – ვინ მოსწონს ხალხს?!