ევრაზიული კავშირის მომხრეების რაოდენობა იმაზე მეტია, ვიდრე არის 31%–ნინო ბურჯანაძე

ნინო ბურჯანაძე: მივიღე პირობა, რომ გამარტივდება ვიზები საქართველოს მოსახლეობისათვის

ქართული ანდაზაა, "კარგ მთქმელს კარგი გამგონე უნდაო". საქართველოში, სამწუხაროდ, ბოლო პერიოდის განმავლობაში ეს ანდაზა არ მუშაობს“ევრაზიული კავშირის მომხრეების რაოდენობა იმაზე მეტია, ვიდრე არის 31% და ამ ხალხის რაოდენობა გაცილებით მეტია ნატო-ს მომხრეთა რაოდენობაზე,” – ამის შესახებ “გაერთიანებული დემოკრატების” ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ თოქ-შოუ „არჩევანის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა.

ბურჯანაძის განცხადებით, ამერიკას არ აწყობს, რომ საქართველოში ევრაზიული კავშირის მომხრეთა რაოდენობა იყოს მცირე.ერთი წამით არ მჯერა ამ კვლევების და ამ რიცხვების. სულ იმას ამბობენ, რომ ნინო ბურჯანაძე პრორუსული არისო. ახლა როგორ გავიგო, 4 პროცენტი რომ ჩვენმა პარტიამ აიღო და ევრაზიულ კავშირს რომ 31% მხარდამჭერი ჰყავს?”. გაერთიანებული დემოკრატების ლიდერის განცხადებით, ამერიკული ორგანიზაციების მიერ ჩატარებული კვლევები არ არის სანდო.

როგორც ნინო ბურძანაძემ თოქ-შოუ „არჩევანის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა მისი ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში საქართველოში არც ამერიკული და არც რუსული პოლიტიკა არ გატარდება.ჩვენ არც ამერიკელების და არც რუსების მონები არ ვიქნებით. ჩვენ ვიქნებით საქართველოს ქვეყნის ინტერესების მსახურები – აცხადებს ნინო ბუჯანაძე.

” ხელისუფლება რეალობას არის მოწვყეტილი.მე ვგულშემატკივრობდი მათ, მქონდა მორატორიუმიც ოღონდ რამე გაეკეთებინათ, მაგრამ არ გაითვალისწინეს ჩემი რჩევები,” – აცხადებს ნინო ბურჯანაძე.

banner
წინა სტატიაში“ნაციონალური მოძრაობის” ანტიკორუფციული კომისია ეკა ბესელიას საქმიანობას შეისწავლის
შემდეგი სტატიამდინარე დუნაიში ნაპოვნი ახალგაზრდა სავარაუდოდ, 29 აპრილს გაუჩინარებული ქართველი გოგონაა