მალი ევროკავშირის სამშვიდობო მისიაში მონაწილეობისთვის საქართველოს მადლობას უხდის

მალის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს მალიში ევროკავშირის სამშვიდობო მისიაში მონაწილეობის გამო მადლობას უხდის. მალის საგარეო უწყების ხელმძღვანელის ქართველ კოლეგასთან ხანმოკლე შეხვედრა ხორვატიაში გამართული საერთაშორისო ფორუმის ფარგლებში შედგა.

ადულაე დიუპმა თამარ ბერუჩაშვილს მადლობა პირადად გადაუხადა და აღნიშნა, რომ საქართველოს და ქართველ სამშვიდობოებს განსაკუთრებული წვლილი შეაქვთ მალიში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაში.

banner
წინა სტატიაშიპარლამენტი მიმდინარე კვირას რიგგარეშე ფორმატში მუშაობას განაგრძობს
შემდეგი სტატიადღეს სვეტიცხოვლობა აღინიშნება