ლევან ბერძენიშვილი მიიჩნევს, რომ პარლამენტი მომავალშიც ქუთაისში დარჩება

პარლამენტარი ლევან ბერძენიშვილი დღეს ქუთაისში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა, სადაც სხვა საკითხებთან ერთად პარლამენტზეც ისაუბრა.
“ჩვენ, სადაც არ უნდა შევიკრიბოთ, საბოლოო გადაწყვეტილებას მაინც ქუთაისში ვიღებთ; ასე რომ, პარლამენტი არის ქუთაისში და ჩვენ კონსტიტუციის რეჟიმს ვემორჩილებით”, – განაცხადა ბერძენიშვილმა.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ის პირადად უჭერდა მხარს ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს თბილისში გადატანას, ვერანაირად ვერ გადავა პარლამენტი ქუთაისიდან. ლევან ბერძენიშვილი მიიჩნევს, რომ პარლამენტი მომავალშიც ქუთაისში დარჩება.

banner
წინა სტატიაში,,ეს ეჭვი უნდა გაჩნდეს მის მიმართ, ვინც კიწმარიშვილს “რუსთავი 2” წაართვა”
შემდეგი სტატია,,ჩვენი მოსწავლეების ჩაჭრის მაჩვენებელი არის კატასტროფული”