,,ჩვენი მოსწავლეების ჩაჭრის მაჩვენებელი არის კატასტროფული”

ბიზნესმენი ლევან ვასაძე მიიჩნევს, რომ საქართველოში აკადემიური ხარისხის დონე მკვეთრად არის დაცემული.
როგორც ლევან ვასაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სკოლის მთავარი ამოცანა ბავშვებისთვის აკადემიური განათლების მიცემაა.
“ყველა მაჩვენებელი საქართველოში მიმდინარე ტენდეციებისა მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენთან მკვეთრად არის დაცემული აკადემიური განათლების ხარისხი. ჩვენი მოსწავლეების ჩაჭრის მაჩვენებელი არის კატასტროფული. ზუსტი ციფრები არ მახსოვს, მაგალითად ეროვნულ გამოცდებში ფიზიკაში წელს ჩაიჭრა 17%, მათემათიკაში 27%. ორი წლის წინ ფიზიკის მასწავლებლებში ჩაატარეს გამოცდა საქართველოში და მხოლოდ ფიზიკის მასწავლებების 2%-მა ჩააბარა ეს გამოცდა. რატომ ხდება ეს? ეს ხდება სწორედ იმიტომ, რომ უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობოები აფინანსებენ ჩვენი მასწავლებლების კვალიფიკაციის შეცვლას და ტრენინგს ფსევდო საგნებში. ნამდვილი აკადემიური განათლება – იქნება, მათემატიკა, გეოგრაფია, თუ ქიმია, იჩოჩებს, სადაც მართლა უნდა იშრომო, მართლა უნდა გაისარჯო, იოფლიაონო და მოემზადო ცხოვრებისათვის და ამ პანჭი-პუნჭა, ტლიკინა, ვითომ საგნების წლიდან წლამდე ზრდა ხდება ჩვენს აკადემიურ პროგრამაში. მე პირადად, როგორც სკოლების დამფუძნებელს, მადარდებს ჩვენი შვილების წარმატებული ცხოვრება და საოცარი ფაქტია ჩემთვის, რომ ადამიანები მხარს უჭერენ ასეთ ინიციატივებს და არ ესმით, რომ ეს წინ დახვდებათ მათ შვილებს”, – განაცხადა ვასაძემ.
მისი თქმით, ბავშვს დააინტერესებს და განვითარდება იმ მიმართულებით, რაზეც შენ მას ელაპარაკები.
“თუ შენ ბავშვებს შესთავზებ მოარლურ განვითარებას ნამდვილ აკადემიურ განათლებას, ის წავა მაგ მიმართულებით და თუ შენ მას აცეკვებ იმ ცეკვას, რომელსაც უკვეთავენ ჯორჯ სოროსი და სხვა პირები მაშინ შენი ახალგაზრდობა წავა ამ მიმართულებით”, – განაცხადა ვასაძემ.

banner
წინა სტატიაშილევან ბერძენიშვილი მიიჩნევს, რომ პარლამენტი მომავალშიც ქუთაისში დარჩება
შემდეგი სტატიატაბულას დირექტორი თამარ ჩერგოლეიშვილი დააკავეს