,,ეს ეჭვი უნდა გაჩნდეს მის მიმართ, ვინც კიწმარიშვილს “რუსთავი 2” წაართვა”

თუ წარმოიშვება ეჭვი იმის შესახებ, რომ ეროსი კიწმარიშვილს სიცოცხე მოუსწრაფეს, ეს ეჭვი უნდა გაჩნდეს მის მიმართ, ვინც კიწმარიშვილს “რუსთავი 2” წაართვა, – აღნიშნული შეფასება დეპუტატმა ვანო კიღურაძემ პარლამენტის სხდომაზე გააკეთა.
კიღურაძემ “რუსთავი 2”-ის მფლობელთა ცვლილებებზე და ამასთან დაკავშირებით საჯარო რეესტრის მონაცემებზე გაამახვილა ყურადღება.
“10 წლის მანძილზე, 1994 წლიდან 2004 წლის ჩათვლით წილები თანაბრად ჰქონდათ განაწილებული კომპანიის დამაარსებლებს: ეროსი კიწმარიშვილს, დავით დვალს და ჯარჯი აქიმიძეს. 2004 წელს პაატა ყარსანიძემ შეიძინა. ვინ არის პაატა ყარსანიძე ღმერთმა არ იცის და მან იმავე დღეს გაყიდა იგი. ამის შემდეგ აბსურდის თეატრი იწყება. არ დარჩენილა ოფშორული ზონა, არც ერთი რეალურად არსებული თუ ჩაძირული კუნძული, სადაც მიხეილ სააკაშვილის ხელის ბიჭებს არ გააფორმეს კომპანიები. ამის შემდეგ მოხდა “რუსთავი 2″-ის წილების გადანაწილება, მისი ყიდვა- გაყიდვა ოფშორულ კომპანიებს შორის”, – განაცხადა კიღურაძემ პარლამენტის სხდომაზე.
მან ოპოზიციონერ კოლეგებს მიმართა, “კიწმარიშვილის მკვლელი მოიკითხონ მასთან, ვისაც ხელები აქვს გასვრილი სანდრო გირგვლიანის, ზურაბ ვაზაგაშვილის, ბუტა რობაქიძის მკვლელობაში და მოიკითხონ იქ, სადაც პრემიერ ზურაბ ჟვანიას, რაულ უსუპოვის და ლევან სამხარაულის მკვლელობა შეუკვეთეს”.
მეორე დღეა, რაც პარლამენტში, მედიასაშუალებებთან დაკავშირებით “ნაციონალური მოძრაობის” მიერ ინიცირებული განცხადების პროექტის განხილვა მიმდინარეობს. მსჯელობის და დებატების მთავარი თემა კი, “რუსთავი 2”-ის გარშემო განვითარებული მოვლენებია.

banner
წინა სტატიაშიშეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ახალ პროექტს იწყებს
შემდეგი სტატიალევან ბერძენიშვილი მიიჩნევს, რომ პარლამენტი მომავალშიც ქუთაისში დარჩება