ლატვია ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში, ე.წ. ბანერების დადგმის გამო შეშფოთებულია

ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ყველა მხარეს პროვოკაციული ქმედებებისგან თავის შეკავებისკენ, რუსეთს კი საერთაშორისოდ აღებული ვალდებულებების შესრულებისკენ მოუწოდებს.

როგორც საგარეო უწყებაში აღნიშნავენ ლატვია მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

“საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს შეშფოთებას ე.წ. ბანერების დადგმის გამო, საქართველოსგან გამოყოფილი სამხრეთ ოსეთის რეგიონში ე.წ. ადმინისტრაციული ხაზის გასწვრივ. მსგავსი პროვოკაციული ქმედებები რეგიონში უსაფრთხოების ვითარებაზე ნეგატიურად აისახება, აღრმავებს უნდობლობას, კონფლიქტების მოგვარებას უფრო რთულს ხდის და იქ მცხოვრები ადამიანების თავისუფალი გადაადგილების შესაძლებლობას ამცირებს. საგარეო საქმეთა სამინისტრო იმედოვნებს, რომ ყველა მხარე თავს შეიკავებს ნებისმიერი პროვოკაციული მოქმედებებისგან და მოუწოდებს რუსეთს შეასრულოს საერთაშორისოდ აღებული ვალდებულებები. ლატვია მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, ასევე მომხრეა, რომ გაგრძელდეს მოლაპარაკებები ჟენევის ფორმატში, რათა კონფლიქტის გრძელვადიანი გადაწყვეტის გზები გამონახული იქნას”, – ნათქვამია ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიმამუკა ჩარკვიანი ოპერაციის შემდგომ თავს უკეთ გრძნობს
შემდეგი სტატია,,საქართველოში მცხოვრები მუსლიმანები არა მხოლოდ სახელმწიფოს განუყოფელი ნაწილი, არამედ ისლამურ სამყაროსთან ხიდი ხართ”