ლარი გაუფასურებას განაგრძობს

ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4161 ლარი გახდა

ლარი გაუფასურების ისტორიულ მაჩვენებლებს ხნის. არსებობის ისტორიაში საქართველოს ეროვნული ვალუტის ოფიციალური კურსი 2.41-ია დოლართან მიმართებაში. ბანკებსა და სავალუტო ჯიხურებში კი ერთი დოლარის ღირებულებად 2.43 ლარიდან 2.49 ლარამდე განისაზღვრება.

გუშინდელთან შედარებით ერთი ლარის კურსი კომერციულ ბანკებში შემცირდა. თუ გუშინ თიბისი, საქართველოს ბანკი, ფინკა და სხვა ბანკები ერთ დოლარს 2.44 ლარად ყიდიდნენ, დღეს აღნიშნული მონაცემი 2.43-მდე შემცირდა.

სავალუტო ჯიხურებში კი პირიქით. ერთი დოლარი ზოგიერთ გადამცვლელ ჯიხურში 2.49 ლარია.

banner
წინა სტატიაშითიბილოვი: თუ საქართველო ხელს არ მოაწერს ძალის გამოუყენებლობის შეთანხმებას, ცხინვალი თბილისთან კავშირების აღდგენას არ შეეცდება
შემდეგი სტატიაზურაბ ჭიაბერაშვილი: საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ნოემბერ-დეკემბრის ბიუჯეტი ცარიელია