თიბილოვი: თუ საქართველო ხელს არ მოაწერს ძალის გამოუყენებლობის შეთანხმებას, ცხინვალი თბილისთან კავშირების აღდგენას არ შეეცდება

თუ საქართველო ხელს არ მოაწერს ძალის არგამოყენებასთან დაკავშირებით შეთანხმებას, მაშინ ცხინვალი თბილისთან კავშირების აღდგენას არ შეეცდება. ამის შესახებ ე..წ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა, ლეონიდ თიბილოვმა რადიო “კომსომოლსკაია პრავდას”-თან ინტერვიუში განაცხადა.
მისივე თქმით, ცხინვალი ვერ ხედავს საქართველოს პოლიტიკური რიტორიკის ცვლილებას.
“განწყობა რაც დღეს საქართველოშია, ფაქტობრივად არ განსხვავდება 2008 წლამდე და 2008 წლის განწყობისგან. ვფიქრობთ, რომ საქართველომ უნდა მოინანიოს თავისი ქმედებები და სამხრეთ ოსეთს მისცეს გარანტია, რომ 2008 წლის აგვისტოს მოვლენები არ განმეორდება. ეს უნდა მოხდეს ძალის არგამოყენებასთან დაკავშირებით შეთანხმების ხელმოწერის გზით”, – განაცხადა თიბილოვმა.
მისივე თქმით, თუ აღნიშნულ შეთანხმებას ხელი არ მოეწერება, ცხინვალი არანაირ მოლაპარაკებებზე არ წავა.
“საქართველომ უნდა მიიღოს არსებული რეალობა და აღიაროს ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა”, – აღნიშნა ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა.

banner
წინა სტატიაშიბათუმის სამაშველო სამსახური: წყლის დონემ იკლო
შემდეგი სტატიალარი გაუფასურებას განაგრძობს