კუბლაშვილი: ჯერჯერობით არც პოლიტიკური გაერთიანება გვაქვს და არც რაიმე ფინანსები

1„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრის, პავლე კუბლაშვილის განცხადებით, იმ ადამაინებს, რომლებმაც პარტია დატოვეს, ექნებათ განსხვავებული პოზიციები „ნაცმოძრაობის“ ხედვებთან დაკავშირებით–ამის შესახებ კუბლაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„რა თმა უნდა, ვიღაცებს ეჭვები დარჩებათ, მე ვფიქრობ, რომ ჩვენი საქმიანობა, ჩვენი განცხადებები, ჩვენი პოზიციები ნათლად აჩვენებს, რომ გვექნება განსხვავებები, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობის“ ხედვებთან მიმართებაში, იმ საკითხებთან დაკავშირებით, რაც სხვადასხვა ინიციატივებს შეეხება.
ჩვენ არ ვაპირებთ ჩრდილში დგომას, ჩვენ ვაპირებთ ვიყოთ აქტიურები, შესაბამისად, ვუპასუხოთ ყველა იმ დაკვეთას, რომელიც არსებობს საზოგადოებაში“,- განაცხადა კუბლაშვილმა.
ამასთან, კუბლაშვილი უარყოფს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მან ერთ-ერთი ბიზნესმენისგან ფული აიღო.

„ის ადამიანები, რომლებიც საუბრობენ რაღაც მითიურ თანხებზე, რაც თურმე ჩვენ უკვე გაგვაჩნია, მინდა დავამშვიდო, მათდა საკეთილდღეოდ ჯერჯერობით არც პოლიტიკური გაერთიანება გვაქვს და არც რაიმე ფინანსები.

თუმცა, ყველას, ვინც ჩვენ გვგულშემატკივრობს, მინდა ვუთხრა, რომ ჩვენ გვექნება ის დაფინანსება, რაც აუცილებელი აპოლიტიკური პარტიისთვის, ოღონდ ყველა ის წყარო, რომელიც დააფინანსებს ჩვენ ახალ პოლიტიკურ გაერთიანებას, ახალ პოლიტიკურ ცენტრს, იქნება გამჭვირვალე და არავის კითხვის ნიშნებს არ დავუტოვებთ“,- აღნიშნა პავლე კუბლაშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ აწ უკვე ყოფილმა წევრებმა საგანგებო განცხადება გაავრცელეს და პარტიიდან წასვლის მიზეზები განმარტეს.

განცხადება „ნაცმოძრაობიდან“ წასულმა ზურაბ ჯაფარიძემ სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ გვერდზე გამოაქვეყნა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ისინი აპირებენ 2016 წლის არცევნებში მონაწილეობის მიღებას. ასევე, მათი მტკიცებით, აპირებენ ბრძოლას დემოკრატიული მომავლისთვის; ბრძოლას იმისთვის, რომ ხელისუფლებას ჩამოაცილონ ბიძინა ივანიშვილი,რომელმაც, მათი მგანცხადებით, გააჩერა ეკონომიკა, გააღატაკა მოსახლეობა და ჩამოშალა სახელმწიფო ინსტიტუტები.

ზურაბ ჯაფარიძემ, პავლე კუბლაშვილმა, გოგა ხაჩიძემ და გიორგი მელაძემ „ნაციონალური მოძრაობა“ ორი დღის წინ დატოვეს.

banner
წინა სტატიაშილევან ბერძენიშვილი “ნაციონალური მოძრაობის” დაშლას არ გამორიცხავს
შემდეგი სტატიაზურაბ ჭიაბერაშვილი საგანგებო განცხადებას ავრცელებს