ზურაბ ჭიაბერაშვილი საგანგებო განცხადებას ავრცელებს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ტოტალიტარიზმის მსხვერპლთა ხსოვნის დღეს ეხმაურება

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" განცხადებას ავრცელებს„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი, ზურაბ ჭიაბერაშვილი პარტიიდან წასული წევრების დღევანდელ განცხადებას გამოემხაურა და აღნიშნა, რომ არსებულ კითხვის ნიშნებს პასუხი არ გაცემია.
მისივე თქმით, ნაციონალური მოძრაობა მყარად დგას ფეხზე და ის კვლავ გააგრძელებს ქვეყნის წინსვლისკენ ბრძოლას.
„ეს ნამდვილად არ იყო პოლიტიკური ლიდერის განცხადება, რადგან კითხვის ნიშნები კიდევ უფრო მეტი გაჩნდა. პასუხები კი, რომელსაც ჩვენ და მთლიანად საზოგადოება ელოდა, არ ყოფილა.
შედეგი, რა ნაბიჯიც გადადგეს ნაციონალური მოძრაობის უკვე ყოფილმა წევრებმა, არის ღარიბაშვილის, ზოგადად მთავრობის, მინისტრების აღტაცებული სახეები. თითქოს, ისინი შეძლებენ ამით რაიმე პასუხისმგებლობა აირიდონ ქვეყნის უკუსვლაზე.
მინდა ვუთხრა საზოგადოებას, რომ ნაციონალური მოძრაობა მყარად დგას ფეხზე. ესაა ძირითადი ოპოზიციური ძალა. ჩვენ ძალიან კარგდ ვიცით, საით უნდა წავიდეს ქვეყანა და ღრმად ვართ დარწმუნებული, უცილებლად წინ წავიყვანთ საქართველოს. ნაციონალური მოძრაობა იქნება ის პარტია, რომელიც თითოეულ შეუსრულებელ დაპირებაზე კვლავაც გააგრძელებს პასუხის მოთხოვნას და თითოეული საკითხის აქტუალიზაციას“, _ განაცხდა ჭიაბერაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიკუბლაშვილი: ჯერჯერობით არც პოლიტიკური გაერთიანება გვაქვს და არც რაიმე ფინანსები
შემდეგი სტატიაამის სათქმელად წავიდნენ პარტიიდან?