კოლუმბიელი ეპისკოპოსი: მოციქულები შესაძლებელია იყვნენ გეები

კოლუმბიის კათოლიკური ეკლესიის ეპისკოპოსმა ხუან ვისენტ კორდობამ საკუთარი გამოსვლით გააოგნა როგორც რელიგიური კონსერვატორები, ასევე ლგბტ აქტივისტები.
კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას, რომელიც ბავშვების გეებზე გაშვილებას და გეი-აღლუმების დაკანონებას ეხებოდა, ეპისკოპოსმა დისკრიმინაციის ნებისმიერი ფორმა დაგმო და აღნიშნა, რომ ჰომოსექსუალიზმი ცოდვა არ არის და ეკლესია იღებს გეებს.
მან ასევე თქვა, რომ „შესაძლებელია 12 მოციქულიდან რომელიმე გეი იყო ან მარია მაგდალენელი იყო ლესბოსელი“.
ეპისკოპოსის სიტყვა გააკრიტიკეს როგორც მორწმუნეებმა, ასევე ლგბტ აქტივისტებმა. ლგბტ თემის განცხადებით, ეპისკოპოსი ხმარობდა სიტყვას „გეი“, რაც ესპანურ ენაში დამამცირებელ მიმართვად ითვლება.
საბოლოოდ, ეპისკოპოსმა ბოდიში მოიხადა მიმართვისთვის და თქვა, რომ ეკლესია გეებს პატივისცემით უნდა მოეკიდოს.
კონფერენციაზე ეპისკოპოსმა ასევე ისაუბრა იმაზე, რომ ეკლესია გეი-აღლუმებს არ ეთანხმება ისევე, როგორც გეი-ქორწინებებს როგორც სრულყოფილ ოჯახებს. მან ხაზი გაუსმვა იმას, რომ ეკლესიისთვის ერთსქესიანი ქორწინება ბუნების კანონების წინააღმდეგია.

banner
წინა სტატიაშიგურიაში საფლავები შეურაცხყვეს
შემდეგი სტატიათამარ ბერუჩაშვილი ევროპელ ლიდერებს მიმართავს