თამარ ბერუჩაშვილი ევროპელ ლიდერებს მიმართავს

რიგის სამიტამდე რამდენიმე დღით ადრე ევროკავშირის 14-მდე ქვეყნის წამყვანი მედიასაშუალებები თამარ ბერუჩაშვილის წერილს აქვეყნებენ.

საგარეო საქმეთა მინისტრი მიმართავს ევროპის ლიდერებს და მოუწოდებს, რიგის სამიტზე მკაფიოდ დააფიქსირონ მზაობა რეგიონის ევროპული მომავლის მიმართ.

“ჩვენ უდიდესი ძალისხმევა გავწიეთ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის ყველა მოთხოვნის შესასრულებლად, რაც განვითარების საერთო პროგრამის ნაწილია. ჩვენი მიზანი იყო, დაგვენახებინა ხალხისთვის, რომ ყოვლისმომცველი რეფორმების განხორციელების კუთხით ჩვენს მიერ გაწეულ ძალისხმევას ხელშესახები სარგებლის მოტანა შეუძლია. ქართველებისთვის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია წარმოადგენს იმ ხელშესახებ ჯილდოს რეფორმებისთვის, რომელსაც ისინი ასე დიდხანს ელოდნენ და ახალ ბიძგს მისცემს შემდგომ ძალისხმევას,” – ნათქვამია თამარ ბერუჩაშვილის წერილში.

banner
წინა სტატიაშიკოლუმბიელი ეპისკოპოსი: მოციქულები შესაძლებელია იყვნენ გეები
შემდეგი სტატიაბარაქ ობამამ ფინანსური დეკლარაცია გამოაქვეყნა