გურიაში საფლავები შეურაცხყვეს

გუშინ ღამით გურიაში, ოზურგეთში საფლავები შეურაცხყვეს. ადგილობრივების განცხადებით, მსგავსი შემთხვევა რეგიონში პირველად მოხდა.

სოფელ ოზურგეთში დაუდგენელმა პირებმა 30-ზე მეტი საფლავი შეურაცხყვეს. დამტვრეულია საფლავის ქვები, კარები. დამტვრეულ ქვებს გადასხმული აქვს საღებავი. როგორც რუსთავი2-ის კორესპონდენტი გურიიდან იტყობინება, ამ სასაფლაოზე მდებარე თითქმის ყველა საფლავი დაზიანებულია.

წინასწარი ინფორმაციით, დამნაშავეებს არაფერი წაუღიათ. საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება. თუმცა, ჯერჯერობით დანაშაულის მოტივს ვერ ასახელებენ. ასევე უცნობია დამნაშავეთა ვინაობა.

banner
წინა სტატიაშიპუტინი – იმიჯის შეცვლა: „გმირი ბოევიკი“ თუ „ერთ-ერთი ჩვენთაგანი“?
შემდეგი სტატიაკოლუმბიელი ეპისკოპოსი: მოციქულები შესაძლებელია იყვნენ გეები