კლუბ „ვიტამინის“ თანამშრომლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გენერალური ინსპექცია იძიებს

შსს პრესსამსახურის ხელმძღვანელის ნინო გიორგობიანის ცნობით კლუბ „ვიტამინის“ თანამშრომლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე გენერალურმა ინსპექციამ მოკვლევა დაიწყო. მოკვლევის პროცესში მოხდება მხარეთა და ფაქტის შემსწრე პირების გამოკითხვა.

7 ივლისს კლუბ „ვიტამინის“ თანამშრომელმა ლიკა კიკიანმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ კუს ტბაზე, კლუბის მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე პოლიციელმა სცემა. ლიკა კიკიანმა ვიდემომირთვა სოციალურ ქსელში ატვირთვა.

კიკიანის თქმით, მას სამართალდამცავებმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. შემდეგ კი პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს და დაუმტვრიეს ტელეფონი. მანვე განაცხადა, რომ პოლიციელებმა სცემეს ის პირებიც, ვინც მისი დახმარება სცადა. კიკიანი პოლიციიდან ხელწერილით გამოუშვეს, მას შემდეგ, რაც პოლიციაში მისი კლუბის ხელმძღვანელი მივიდა.

კლუბ „ვიტამინის“ თანამშრომლის თქმით, მოძალადე პოლიციელები ვაკის განყოფილებაში მუშაობენ. მან დაასახელა მათი მანქანის ნომერიც.

banner
წინა სტატიაში8 ივლისს დედაქალაქს ხარისხიანი წყალი მიეწოდება
შემდეგი სტატიასტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ გახსნილ ანგარიშზე 24 225 238 ლარი, 733 649 დოლარი და 64 762 ევროა ჩარიცხული