8 ივლისს დედაქალაქს ხარისხიანი წყალი მიეწოდება

GWP

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ცნობით, დღეის მდგომარეობით, სასმელი წყლის ხარისხი სრულად შეესაბამება საქართველოს ეროვნულ სტანდარტებსა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიის რეკომენდაციებს.

სასმელი წყლის ხარისხი დედაქალაქში, მთლიანად აკმაყოფილებს „სასმელი წყლის ტექნიკური რეგლამენტით“ გათვალისწინებულ პარამეტრებს.
“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ოფიციალური Facebook-გვერდით, თბილისელებს საშუალება აქვთ, ყოველდღიურად გაეცნონ „სასმელი წყლის ტექნიკური რეგლამენტით“ გათვალისწინებულ პარამეტრებსა და კომპანიის წყალსადენის სათავო ნაგებობებიდან მიღებული სასმელი წყლის ხარისხობრივ მაჩვენებლებს. იმ შემთხვევაში, თუ კონკრეტულ აბონენტს, სასმელი წყლის ხარისხთან დაკავშირებით, რაიმე სახის ეჭვი ან პრეტენზია გაუჩნდება, შეუძლია, მიმართოს კომპანიის ცხელ ხაზს ( 2 93 11 11 ) ან Facebook-ის გვერდს.
banner
წინა სტატიაშისაპატრულო პოლიციამ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენის, გადაზიდვის და გასაღების ბრალდებით 11 პირი დააკავა
შემდეგი სტატიაკლუბ „ვიტამინის“ თანამშრომლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გენერალური ინსპექცია იძიებს