კიევში “თბილისობა” აღინიშნა

კიევის ცენტრში, ანდრეევსკის დაღმართზე, “თბილისობა” გაიმართა, რომელსაც 35 ათასზე მეტი სტუმარი დაესწრო.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიება ოფიციალურად კიევის მერიის კულტურის დეპარტამენტის უფროსმა დიანა პოპოვამ და უკრაინაში საქართველოს ელჩმა მიხეილ უკლებამ გახსნეს.
მათივე განმარტებით, ღონისძიების ფარგლებში მოეწყო სხვადასხვა სახის კულტურული და გასართობი ღონისძიებები: კონკურსები, ვიქტორინები, ფოტოგამოფენა სახელწოდებით “ძველი თბილისი”, ინტერაქტიული ინსტალაცია “თბილისის ეზო”, ლიტერატურული საღამო ივანე კავალერიძის მუზეუმში.
“დამსწრეთათვის კონცერტი გამართა ცნობილმა მუსიკალურმა კოლექტივმა “თეატრალური კვარტეტი”. საკონცერტო პროგრამაში მონაწილეობა მიიღეს უკრაინის ქართველთა ასოციაციის “იბერიელი” შემოქმედებითმა კოლექტივმა, უკრაინის დამსახურებულმა მუსიკალურმა ანსამბლმა “გორლიცა-არტ”, ცნობილმა უკრაინულმა მუსიკალურმა ჯგუფმა “ვროდა”, სერგეი გლადირმა, შმაგი თეგიაშვილმა, ანიკო დოლიძემ და სხვებმა. “თბილისობაში” მონაწილეობა მიიღეს ქართული ღვინისა და მინერალური წყლების კომპანიებმა და 20-მდე ქართულმა რესტორანმა. ღონისძიება ფართოდ გააშუქა უკრაინის მასმედიამ”, – აცხადებენ საგარეო უწყებაში.

banner
წინა სტატიაშიბიზნესმენი თემურ უგულავა მეუღლეს კუთვნილ ქონებას ედავება
შემდეგი სტატიაჩოხატაურში წყალმომარაგების პრობლემა მოგვარდა