კიევში, ვოლნოვახში დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი 20 ათასკაციანი მარში გაიმართა

კიევში, შევჩენკოს პარკიდან დამოუკიდებლობის მოედნამდე მრავალათასიანი მარში გაიმართა, რომელშიც, “უნიანის” ინფორმაციით, 20 ათასზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა.
აქციის მონაწილეებმა პატივი მიაგეს ტერორის მსხვერპლთა ხსოვნას, რომლებიც ვოლნოვახში რამდენიმე დღის წინ, სეპარატისტების მიერ სამგზავრო ავტობუსის მიმართულებით ნასროლი ჭურვის აფეთქების შედეგად დაიღუპნენ.
მსვლელობის მონაწილეებს ეკავათ პლაკატები წარწერით “მე ვარ ვოლნოვახა”. თავისუფლების მოედანზე მიტინგისთვის სცენაა მოწყობილი, რომელზეც ამ დროისთვის სასულიერო პირები იმყოფებიან. საზოგადოებრივ წესრიგს 2 ათასამდე სამართალდამცავი უზრუნველყოფს.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ გიორგაძე – ეკლესიების რელიგიური კუთვნილების გარკვევა კულტურის სამინისტროს კომპეტენცია არაა
შემდეგი სტატიასოლიდარობის ფონდი პირველ განცხადებებს 5 სექტემბერს განიხილავს