დეპუტატებს შორის, ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა

ქუთაისში მდებარე პარლამენტის შენობის სხდომათა დარბაზში, დეპუტატებს შორის, ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

დაპირისპირებას წინ უძღვოდა სიტყვიერი შელაპარაკება საპარლამენტო უმცირესობისა და უმრავლესობის წარმომადგენლებს შორის.

14:00 პარლამენტში სესია უნდა დაწყებულიყო, ამიტომ დეპუტატები დარბაზში იკრიბებოდნენ, თუმცა, დაპირისპირების გამო, სესიის დაწყება ვერ მოხერხდა.

სხდომის თავმჯდომარე ზვიად ძიძიგურმა დეპუტატებს წესრიგის დაცვისკენ და სხდომის დაწყებისკენ მოუწოდა.

ინციდენტს წინ უძღვოდა შემთხვევა, რომელიც პარლამენტის შენობის გარეთ მოხდა. შენობასთან „რუსთავი 2“-ის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს. მასში მონაწილეობას „ნაციონალური მოძრაობის“, „თავისუფალი ზონის“ წევრები და რიგითი მოქალაქეები იღებენ. როდესაც „ქართული ოცნების“ დეპუტატები პარლამენტის შენობაში შესვლას ცდილობდნენ, აქციის მონაწილეებსა და მათ შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა. დეპუტატების განმარტებით, სწორედ ამის გაგრძელება იყო ის ინციდენტიც, რომელსაც შემდგომ სხდომათა დარბაზში ჰქონდა ადგილი.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძის ცოლის ძმა თანამდებობის დატოვებას არ აპირებს
შემდეგი სტატიათეა წულუკიანი: მთავრია, „რუსთავი 2“-მა გააგრძელოს მაუწყებლობა