კახა კალაძე – სჯობია, პირადად პაატა ბურჭულაძეს დაუსვათ კითხვა, აპირებს თუ არა პოლიტიკაში მოსვლას

მთავრობა არ იყო ინფორმირებული იმის შესახებ, რომ ერთ-ერთი მტაცებელი ისევ თბილისის ქუჩებში დადიოდა

ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ დღეს ქუთაისში შეხვედრაზე პაატა ბურჭულაძის პოლიტიკაში სავარაუდო მოსვლასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე კომენტარი გააკეთა.
კალაძის თქმით, მას ამის შესახებ ინფორმაცია არ მოუსმენია.
“მე არ მომისმენია ამასთან დაკავშირებით პაატა ბურჭულაძის განცხადება. მარჩიელობას ვერ დავიწყებ, აპირებს თუ არ აპირებს, სჯობია, დაუსვათ პირადად ბურჭულაძეს კითხვა, რას აპირებს ის, აპირებს თუ არა პოლიტიკაში მოსვლას”, – განაცხადა კახა კალაძემ.

banner
წინა სტატიაშირა კატეგორიის სტუდენტები ისწავლიან ტექნიკურ უნივერსიტეტში უფასოდ?!
შემდეგი სტატიაირაკლი სესიაშვილი საარჩევნო რეფორმას რევოლუციურს უწოდებს